პროექტის მთავარი იდეა წარმოაჩინოს საქართველოს ძლიერების ხანა , მისი ღვაწლი,ისტორიული ფაქტების დახმარებით.
პროექტის აქტუალობა ამ პროექტის საშუალებით ბავშვები გაიგებენ თუ რა ცვლილებები მომხდარა საქართველოში დავითის გამეფებასთან
დაკავშირებით , მის მიერ გატარებულ რეფორმებს, რამაც საქართველო უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია.
პროექტის მიზნები ინფორმაციის მოძიების, კვლევის, კრიტიკული აზროვნების განვითარების.მოსწავლეები გაიგებენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დავითის მეფობის ხანა საქართველოსათვის.
მოსწავლეთა ასაკი IX კლასი
ხანგრძლივობა 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები პროექტის ბოლოს გავაკეთებთ პრეზენტაციას, სადაც ატვირთავთ ამ თემის ირგვლივ მოპოვებულ ინფორმაციას. ამავე თემაზე დამზადდება კედლის გაზეთი.
საჭირო რესურსები წიგნი, რვეული, მარკერები, სურათები, ფორმატი, კალმები და ფანქრები.
უნარ_ჩვევები მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების,
შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.
პროექტის მსვლელობა თემის შერჩევის შემდეგ , მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვაძლევ სამუშაოს, შეირჩევა თემები: 1. დავით
აღმაშენებლის პიროვნება; 2. დავით აღმაშენებლის თანამედროვე გვირგვინოსნები. მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ ინფორმაცია და დათქმულ ვადაში წარმოადგინონ მასალები,შეიქმნება ბუკლეტი,რომლის შიდა და გარე დიზაინზე მოსწავლეები იზრუნებენ. Powerpoint-ში ვაკეთებთ პრეზენტაციას თემაზე: ‘’დავითი- მეფეთმეფე საქართველოსი ‘’.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. ისტ.ისტორია.
ისტ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სახელმწიფო მმართველობითი
სტრუქტურები.
• ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს;
• ახასიათებს და ადარებს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო მმართველობის
ფორმებს და სტრუქტურებს, მსჯელობს მათი ფუნქციების შესახებ.
ისტ.IX .2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქაში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
• მსჯელობს სხვადასხვა ეპოქაში ამა თუ იმ რეგიონთან თუ სივრცესთან საქრთველოს ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი : თეა გელაშვილი
ელ-ფოსტა : Teagelshvili3@gmail.com.
teagelashvili .blogspot.com.
teagelashvili .blogspot.com.