Saturday, October 1, 2016

დავით IV აღმაშენებელი

პროექტის სახელწოდება        დავით  IV აღმაშენებელი
პროექტის მთავარი იდეა        წარმოაჩინოს  საქართველოს   ძლიერების ხანა მისი ღვაწლი,ისტორიული ფაქტების დახმარებით.
პროექტის აქტუალობა             ამ პროექტის საშუალებით ბავშვები გაიგებენ თუ რა ცვლილებები  მომხდარა  საქართველოში  დავითის  გამეფებასთან  დაკავშირებით , მის მიერ გატარებულ რეფორმებსრამაც საქართველო  უძლიერეს  სახელმწიფოდ  აქცია.
პროექტის მიზნები    ინფორმაციის მოძიების, კვლევის, კრიტიკული აზროვნების განვითარების.მოსწავლეები გაიგებენ თუ რაოდენ  მნიშვნელოვანია დავითის მეფობის ხანა საქართველოსათვის.
მოსწავლეთა ასაკი      IX კლასი
ხანგრძლივობა              2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები     პროექტის ბოლოს გავაკეთებთ პრეზენტაციას, სადაც  ტვირთავთ ამ თემის ირგვლივ  მოპოვებულ ინფორმაციას. ამავე თემაზე დამზადდება კედლის გაზეთი.
საჭირო  რესურსები   წიგნი, რვეული, მარკერები, სურათები, ფორმატი, კალმები და ფანქრები.
უნარ_ჩვევები მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიებისდახარისხების, შემოქმედებითი და კრიტიკული  აზროვნების  უნარ-ჩვევები.
პროექტის მსვლელობა            თემის შერჩევის შემდეგ ,  მოსწავლეებს ინდივიდუალურად  ვაძლევ  სამუშაოს, შეირჩევა თემები: 1. დავით აღმაშენებლის პიროვნება; 2. დავით აღმაშენებლის თანამედროვე გვირგვინოსნები.  მოსწავლეებს  დაევალებათ  მოიძიონ ინფორმაცია  და დათქმულ ვადაში წარმოადგინონ მასალები,შეიქმნება ბუკლეტი,რომლის შიდა და გარე დიზაინზე მოსწავლეები იზრუნებენ. Powerpoint-ში ვაკეთებთ პრეზენტაციას თემაზე: ‘’დავითი- მეფეთმეფე საქართველოსი ‘’.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.    ისტ.ისტორია.
ისტ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სახელმწიფო მმართველობითი  სტრუქტურები.
•             ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში  სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს;
•             ახასიათებს და ადარებს  შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმებს და სტრუქტურებს, მსჯელობს მათი ფუნქციების შესახებ.
ისტ.IX .2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქაში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
•             მსჯელობს სხვადასხვა ეპოქაში ამა თუ იმ რეგიონთან თუ  სივრცესთან საქრთველოს ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი  :  თეა გელაშვილი

ელ-ფოსტა :     Teagelshvili3@gmail.com.
                            teagelashvili .blogspot.com.

No comments:

Post a Comment